Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
რევაზ ინანიშვილი

რევაზ ინანიშვილი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. მისი პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოქვეყნდა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული დაიბეჭდა 1953 წელს. მწერალი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. 1960 წელს მან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში". 1966 წელს რევაზ ინანიშვილი გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რ. ინანიშვილი 1989-1991 წწ. იყო ჟურნალ "დილა"-ს მთავარი რედაქტორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.184

  • ცნობილია: Writing
  • დაბადების დღე: 1926-12-20
  • დაბადების ადგილი:
  • ასევე ცნობილია:

ფილმების ჩამონათვალი რევაზ ინანიშვილი